„ნაციონალური მოძრაობა“ მიტმასნილ პარტიებს გადაყლაპავს“ – ალექსანდრე ქანთარია

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია ვადამდელი არჩევნების საჭიროებასა და შესაძლებლობას ვერ ხედავს და ამბობს, რომ ხალხი არც ისეთი უჭკუოა, რომ მათ უპირატესობა მოაპოვებინოს.

„ვადამდელ არჩევნებს არ გავურბივართ. ერთადერთი, რის გამოც ვამბობთ, რომ ვადამდელი კი არა,  ვადიანი არჩევნები ჩავატაროთ, არის ის, რომ ციკლი უნდა დასრულდეს. არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები, დაახლოებით 10 თვე. რომ იყოს კიდევ 2-3 წელი, მესმის, რომ თქვან, ამათ  რა გაუძლებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდესო. ვინ ამას ითხოვს, დარწმუნებული ვარ, მათაც ეს სურვილი არ აქვთ, რადგან არჩევნებისთვის  მომზადება მათაც სჭირდებათ. თუ ჰგონიათ, რომ ეს ის ტალღაა, რომელ ტალღაზეც შეუძლიათ ვადამდელ არჩევნებში უპირატესობის მოპოვება, არც ისეთი უჭკუო ხალხი, ამას ვერ ხვდებოდნენ“ – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

დეპუტატი ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებსაც აფრთხილებს: „უნდა დაფიქრდნენ ის პარტიები, რომლებიც მიტმასნილ მდგომარეობაში ჩანან “ნაციონალურ მოძროაბასთან“. „ნაც. მოძრაობა“ მიტმასნილ პარტიებს გადაყლაპავს”. მერე დაიწყება ერთმანეთს ჭამა-სმა. ამას ხედავს  ჩვენი საზოგადოება და ამიტომაც არ აქვთ თანაგრძნობა მათ მიმართ“.

მსგავსი თემები