“ნაციონალური მოძრაობა” გავრილოვის სიის შედგენას იწყებს

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრი წლიური ანგარიშის წარსადგენად დღეს პარლამენტში არ მივა, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, რომ პლენარულ სხდომას არც ისინი დაესწრებიან.

მათი თქმით, სესიაზე მხოლოდ მამუკა ბახტაძის მოსასმენად და მისთვის სპეციალური გზავნილის გადასაცემად მივიდნენ.

სალომე სამადაშვილის თქმით, ფრაქციის წარმომადგენლები შემდეგი კვირიდან “გავრილოვის სიის” შედგენაზე იწყებენ მუშაობას.

“ვიწყებთ მუშაობას “გავრილოვის სიის” შედგენაზე, იმ ხალხის ჩამონათვალით, რომელიც დღეს ქვეყანაში საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიას, რომელიც ფაქტობრივად გზას უხსნის შემდგომ ოკუპაციას რუსეთის მხრიდან და შესაბამისად, მოითხოვს ამ ადამიანების წინააღმდეგ ზომების გატარებას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

მსგავსი თემები