“ნაციონალური მოძრაობა” ბიძინა ივანიშვილისგან გარანტიებს ითხოვს – სანდრო ბრეგაძე ფარულ მოლაპარაკებებზე 

​საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან, უცხოელი შეუამავლების დახმარებით მოლაპარაკებებს მართავენ და ხელშეუხებლობის გარანტიას ითხოვენ.

როგორც სანდრო ბრეგაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, მას აქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარების სანაცვლოდ ნაციონალები ​კოჰაბიტირებული პოლიტიკური ურთიერთობების აღდგენას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით პარლამენტის შენობასთან კარვების ქალაქის მოწყობით იმუქრებიან.

“დაზუსტებული ინფორმაციით ამ წუთებში ერთ-ერთი ქვეყნის დიპლომატი შუამავლად არის მისული ბიძინა ივანიშვილთან! მოლაპარაკების საგანია ნაცების შეთავაზება – ხელშეუხებლობის გარანტიის და ძველებურად, კოჰაბიტირებულად პოლიტიკური ურთიერთობის აღდგენის შემთხვევაში ნაცები პირობას დებენ,რომ აღიარებენ არჩევნების შედეგებს. წინააღმდეგ შემთხვევაში დღეს, 6 საათზე აანონსებენ დიდ 100 000-კაციან აქციას 2 დეკემბრისთვის და პარლამენტთან იწყებენ კარვების ქალაქის მშენებლობას. მოთხოვნაა -ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მისივე თქმით, ხელისუფლება “შეცდომას თუ დაუშვებს” და კვლავ ახალი კოჰაბიტაცია დაიწყება, ვადამდელ არჩევნებს უკვე ქართველი ერი მოითხოვს.

მსგავსი თემები