„ნაციონალური მოძრაობა“ არ ასრულებს ელჩების წინაშე დადებულ პირობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ის არის კრიმინალური და ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა” – ირაკლი კობახიძე

„საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას.  თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობით“,- ამის შესახებ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით დამტკიცების შემდეგ განაცხადა.

პარლამენტის წევრმა კონსტიტუციური კანონის პროექტის მხარდაჭერისთვის დეპუტატებს მადლობა გადაუხადა და საკონსტიტუციო ცვლილებების მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ დეპუტატს, რომელმაც მხარი დაუჭირა დღეს საკონსტიტუციო ცვლილებებს –  ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მორიგი ნაბიჯი. საბოლოო ჯამში, საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, თითოეული პოლიტიკური ძალა აცნობიერებს ამ ცვლილებების მნიშვნელობას, გარდა ერთისა, ეს არის რადიკალური ოპოზიციური პოლიტიკური ძალა – ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი განშტოებებით, ეს არის კრიმინალური და აბსოლუტურად დეგრადირებული პოლიტიკური ძალა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა დღევანდელ კენჭისყრაში არ მონაწილეობით. ისინი არად დაგიდევენ თუნდაც იმას, რომ მათ დადეს პირობა ელჩების წინაშე და ისინი დღეს არ ასრულებენ ელჩების წინაშე დადებულ ამ პირობას, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ ბუნებაზე და მეტყველებს იმაზე, რომ ისინი არიან ერთი-კრიმინალური და მეორე -ანტიდასავლური პოლიტიკური ძალა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

მსგავსი თემები