„ნაცები“, „ევრო ნაცები“, ზეციური ნაცები“ – დიმიტრი ხუნდაძე ფარულ გადაღებებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ ვიდეოგადაღებებზე ოპონენტების განცხადებებს პასუხობს და ამბობს, რომ კრიტიკის უფლება ყველას აქვს, „ნაციონალებისა“ და მათი განშტობების გარდა.

„მინდა გამოვეხმაურო პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ჩემი ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით ყველას აქვს შენიშვნის თუ კრიტიკის უფლება, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, ეს იქნება „ნაცები“, „ევრო ნაცები“, „ზეციური“ თუ „მიწიერი ნაცები“, მნიშვნელობა არ აქვს. მათი ქმედება ერთი იყო და ეს წარსული დღესაც მძიმე რეალობას ქმნის“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

მსგავსი თემები