ნარკოტიკების წინააღმდეგ დონალდ ტრამპი მსოფლიოს აერთიანებს  

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ნარკორეალიზატორებსა და ნარკომაფიას  დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს. პრეზიდენტი ამ ბრძოლაში ჩართვისკენ მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ნარკომანიის საფრთხეს ერთიანი ძალებით გაუმკლავდებიან.

გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა მსოფლიოს მიმართა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლაში გაერთიანება სთხოვა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით: „ეს პრობლემა მსოფლიოს ყველა ერს ეხება. ნარკოტიკები აშშ-სა და მთელ მსოფლიოში უამრავ სიცოცხლეს ღუპავს. დღეს პირობას ვდებთ, რომ ამ საფრთხეს ერთად შევებრძოლებით“.

პარალელურად, ნიუ-იორკში,  გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, გაეროს 129 წევრმა ხელი მოაწერა ამერიკის მხრიდან მომზადებულ დოკუმენტს, რომელიც ნარკოტიკებთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას ითვალისწინებს.

 

მსგავსი თემები