ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს

ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. 

დაკავებულის ადვოკატის ჯიტა გულუას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ ცნობს.

„მამაოს ბრალი წარედგინა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით. ის ისევ ადასტურებს პირვანდელ ჩვენებას, რომ ჩანთა და ნარკოტიკები, რომელიც ამ ჩანთაში იყო მოთავსებული ეკუთვნის თავად მას. რამდენად მოესწრება დღეს აღკვეთის ღონისძიების საკითხი, ნამდვილად ვერ გეტყვით. მოსალოდნელია, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს, თუმცა არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრება დააკმაყოფილოს. ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ გამოყენებული იყო ან გირაო, ან თავდებობა, ან სხვა რაიმე უფრო მსუბუქი სახის აღკვეთი ღონისძიება, ვიდრე დაკავებაა.

რაც შეეხება რომან მალანიას, ცნობილია, რომ მასთან დაკავშირებით შეფარდებულია გირაო. იმისთვის რომ გათავსუფლდესმ, უნდა მოხდეს გირაოს უზრუნველყოფა ქონებით, თუმცა ეს არის პროცესუალური ნორმა, რომლის შესრულებას ფიზიკურად ვერ ვასწრებ ამ ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე. თუ დღეს მოესწრება ამის გაკეთება, ის ხვალ გათავისუფლდება“, – განაცხადა ადვოკატმა ჯიტა გულუამ.

ცნობისთვის, ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი, მათ შორის, ერთი ბერი დააკავეს.

მსგავსი თემები