„ნარკოტიკების ინტერნეტით გასაღება მსოფლიოს გამოწვევაა“ – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების ინტერნეტით რეალიზების საქმესთან დაკავშირებით, რამდენიმე საიტის დაბლოკვა გახდა საჭირო, თუმცა ადამიანები სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ასეთ საიტებზე მოხვედრას, ამიტომ საგამოძიებო ორგანო თვალთვალის საშუალებას მიმართვას.

როგორც გიორგი გახარიამ დღეს, პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა, ნარკოტიკების ინტერნეტით გავრცელება მსოფლიოს მრავალი ქვეყნისთვის არის სერიოზული პრობლემა და გამოწვევა, ამიტომ შს სამინისტრო ცდილობს, ამ მიმართულებით მაქსიმალურად ითანამშრომლოს პარტნიორებთან.

“ინტერნეტით ნარკოტიკის გასაღება, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძლიერი ქვეყნის გამოწვევაა. ერთადერთი შესაძლებლობა სპეციალური ღონისძიებებით კონკრეტული შემთხვევების გამოვლენაა. რამდენიმე საიტი არაერთხელ დავბლოკეთ, თუმცა „ჰოსტინგის“ სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას. გვრჩება, ერთადერთი გზა – ფიზიკური თვალთვალით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა უკვე გამოვავლინეთ, მათგან ერთი გავხსენით. თუმცა, კარგად გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზედ რთულია. ამიტომ, ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას“, – განაცხადა გახარიამ.

 

მსგავსი თემები