ნარკოპოლიტიკა რეპრესიული არ უნდა იყოს და ამას უნდა მივაღწიოთ კაიფის პროპაგანდით? – ზვიად კვაჭანტირაძე

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საინფორმაციო საშუალებით ნარკოტიკების პროპაგანდას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ეს საძაგლობაა.
დეპუტატი პროპაგანდაში ჩართულ ადამიენებს მიმართავს და ამბობს, რომ ნარკოპოლიტიკის შემსუბუქებას კაიფის პროპაგანდით არ უნდა მიიღწეოდეს.

„რატომ მიდის მარიხუანას და კაიფის ასეთი პირდაპირი პროპაგანდა თითქმის ყველა არხზე? ამ წუთებში საზმაუზეც იგივე ხდება და ერთმანეთს ეჯიბრებით ? გრანტებზე მიდის ხელჩართული ბრძოლა თუ რა ჯანდაბა გჭირთ? გასაგებია და ვიცით, რომ ნარკოპოლიტიკა რეპრესიული არ უნდა იყოს და ამას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ კაიფის პროპაგანდით? არავის დაგთაგავთ, ყველას ვერც დაგთაგავთ, იმდენი დაგროვდით უკვე! გეწყინოთ თუ გინდათ, მაგრამ ამაში ბიუჯეტი ფულს არ უნდა იხდიდეს და მართლა კარგი გადაცემებითაც კი ამ საძაგლობას ვერ გადაფარავთ. საშინელებაა რასაც სჩადიხართ. საშინელება!“- აცხადებს ზვიად კვაჭანტირაძე.

ნარკოტიკების პროპაგანდასთან დაკავშირებით განცხადება პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადდგილე დიმიტრი ხუნდაძემაც გაავრცელა. მისი განცხადებით ნარკოტიკების ჭარბი პოპულარიზება ხდება, თითქოს, მის გარეშე ხაჭაპურისა თუ კუბდარის გამოცხობა არ შეიძლება.

„ბოლო პერიოდში, მარიხუანაზე საუბარი  და მისი პოპულარიზება აქტიურად  მიმდინარეობს.  ხშირია, როცა ცნობადი სახეები  მის სასარგებლო და სამკურნალო თვისებებზე ამახვილებენ ყურადღებას და ამით  ნარკოტიკების პოპულარიზებას ეწევიან. მარიხუანას „კარიბჭის ნარკოტიკასაც“ კი უწოდებენ, რამეთუ, მისი მომხმარებლების 30% მძიმე ნარკოტიკების მოხმარებაზე გადადის. ჩვენთან კი მისი ჭარბი პოპულარიზება ხდება… უნდა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე… რატომღაც, ის გარკვეულ ტრადიციებთან  გავაიგივეთ, თითქოს, ხაჭაპურისა თუ კუბდარის მარიხუანას გარეშე გამოცხობა არ შეიძლება…“ – აცხადებს ხუნდაძე.

მსგავსი თემები