ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

თავის ტვინის დაზიანებისა და მენჯის ძვლის მოტეხილობის გამო გარდაბნის გზატკეცილზე ნანგრევებში მოყოლილი ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ ეტაპისთვის  ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

მოზარდი  რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი კრიტიკული მდგომარეობა თავის ტვინის დაზიანებამ გამოიწვია.

კლინიკის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ რთველიაშვილის ინფორმაციით: „სიცოცხლისთვის საფრთხეს და სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, არის უკიდურესად ღრმა კომაში. შემთხვევის მომენტში, როდესაც გული გაჩერდა და სუნთქვა არ ხდებოდა, 3-5 წუთით ტვინის გაჩერება საკმარისია იმისთვის, რომ თავის ტვინი შეუქცევადად დაზიანდეს.

მსგავსი თემები