“ნამუსი არ გაქვს, ცოტა ტონს დაუწიე” – სოფიო კილაძესა და ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტში ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს სოფიო კილაძესა და ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” წევრ ლევან კობერიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

კომიტეტის სხდომაზე სოფიო კილაძემ ლევან კობერიძეს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „ნამუსი არ გაქვს“.

თავის მხრივ, მიმართვას ლევან კობერიძე ასე გამოეხმაურა.

„ნამუსი არ გაქვს“ – ეს რა მიმართვაა? მგონი შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია. ნამუსი შენკენ მოიკითხე. რა სიტყვებია. ცოტა დაუწიე ტონს, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ხარ და ასე შეურაცხყოფას ნუ აყენებ ადამიანს“, – მიმართა კობერიძემ კილაძეს.

ცნობისთვის, დეპუტატებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განიხილავდნენ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმად, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

მსგავსი თემები