მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ

მაოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებიც არიან, მათ შორისს დღეს გაირკვა, რომ დაავადება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის მინისრსაც დაუდგინდათ.

კორონავირუსით დაინფიცირებული მსოფლიო ლიდერების სია ასე გამოიყურება:

1) დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი.

2) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

3) ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩეზის მეუღლე ბეგონა გომეში.

4) მონაკოს პრინცი ალბერტი.

5) საფრანგეთის კულტურის მინისტრი ფრანკ რისტერი.

6) იტალიის დემოკრატიული პარტიის ლიდერი ნიკოლა ზინგარეტი.

7) კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს მეუღლე სოფი ტრუდო.

8) ბრაზილიის პრეზიდენტის პრეს-მდივანი.

9) ავსტრალიის შინაგან საქმეთა მინისტრი პიტერ დატონი.

10) ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი მეთიუ ჰენკოკი.

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 536 615-ს მიაღწია. დაღუპულთა რაოდენობა კი, ბოლო მონაცემებით, 24 114 ადამიანს შეადგენს. ამასთან, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით აშშ-მა ჩინეთსა და იტალიას გაუსწრო. ბოლო მონაცემებით, იქ 85 612 ადამიანია დაინფიცირებული, 1 301 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები