“მე ვიქნები ყველა პარტიასთან, ვინც იქნება “ოცნების” წინააღმდეგი” – პაატა ბურჭულაძე

“მე ვიქნები ყველა პარტიასთან და ყველა ადამიანთან, ვინც იქნება “ოცნების” წინააღმდეგი. რადგან “ქართული ოცნება” დღეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია და ამას მარტო ჩვენ არ ვაღიარებთ”, – ასე უპასუხა მსოფლიო ბანმა კითხვას, აპირებს თუ არა ის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობას და თუ კი, რომელ პარტიაში იქნება. 

პაატა ბურჭულაძის თქმით, ყველამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. მისი შეფასებით, ქვეყანა დგას კატასტროფის წინაშე და ჩვენ ამას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავთ.

“ადამიანს შეუძლია ხმა მისცეს ყველას. თუნდაც “ევროპულ საქართველოს”, “ძალა ერთბაშიას”, მამუკა ხაზარაძეს. დიდი არჩევანია. ყველა ადამიანმა, ვინც მივა არჩევნებზე, აუცილებელია იცოდეს, რომ დამღუპველი პარტია, რომელიც არსებობს “ქართული ოცნების” სახით, ხმა არ მისცეს”, – განაცხადა ბურჭულაძემ.

მსგავსი თემები