“მწვანე ხაზებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივა რეკრეაციას კიდევ უფრო დაცულს გახდის“ – ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი საქართველოს პარლამენტის გარემოს დავვის კომიტეტის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას „მწვანე ხაზებთან“ დაკავშირებით დადებითად აფასებს. მისი განცხადებით, ამ ინიციატივის მიღების შემთხვევაში, ქალაქებში არსებული რეკრეაციული ზონები კანონის დონეზე კიდევ უფრო დაცული იქნება.

„ საკანონმდებლო ინიციატივა – „მწვანე ხაზები“ უფრო მაღალ, კანონის დონეზე დაიცავს ქალაქის სტატუსის მქონე დასახლებებში არსებულ ბაღებს, სკვერებსა და პარკებს! კანონპროექტის მიხედვით, მწვანე ხაზებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეიზღუდება და კიდევ უფრო გართულდება ყველა ტიპის კაპიტალური მშენებლობა, რაც მისასალმებელია,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ გარემოს დაცვის საკითხები ძალიან აქტუალურია თბილისისა და თბილისელებისთვის. მისივე განცხადებით, მუნიციპალიტეტი აქტიურად იყო ჩართული ამ ინიციატივის შემუშავების პროცესში.

მსგავსი თემები