“მწვანე სკოლის” დირექტორი კიდევ ერთი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს არ ადასტურებს

იმის შემდეგ, რაც „მწვანეს სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამო, 15 წლის ლუკა სირაძე დაიღუპა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სკოლის ერთ-ერთმა მოსწავლე გოგონამ დაზიანებები მიიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონამ პედაგოგებს, მათივე მოთხოვნით, ლუკა სირაძესათან მიმოწერის ამსახველი მასალა მიაწოდა, რაც სკოლის ადმინისტრაციას არასრულწლოვანის იდენტიფიცირებაში დაეხმარა.

მომხდარს „მწვანე სკოლის“ დირექტორი ბექა დავითური „მედიაცენტრ მთავართან“ არ ადასტურებs. ის აცხადებს, რომ სკოლის ადმინისტრაცია გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს და გამოძიების შედეგებს ელოდება:

კახა დავითური ამბობს, რომ მან გამოძიებას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პირველ რიგში, სკოლის ინტერესში შედის, გამოძიება რაც შეიძლება ეფექტურად და დროულად ჩატარდეს.

“ჩვენ ვთანამშრომლობთ, ცხადია გამოძიებასთან მთელი ძალებით, რაც შეგვიძლია, რაც ვიცით. არავის არავისზე არანაირი ზემოქმედება არ მოუხდენია. აქ არის დეტალები, ეს დეტალი და კიდევ სხვა დეტალები, რომლებთან დაკავშირებითაც ჩვენ, მე პირადად, ჩვენმა პედაგოგებმა ისაუბრეს ღიად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, მიმდინარეობს გამოძიება ამ თემაზე და როგორც სხვა, როგორც აქამდე გაირკვა რაღაცები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გაირკვევა ეს საკითხებიც. ჩვენი სკოლა, პირველ რიგში, არის დაინტერესებული ამ საქმის სრული გახსნით, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე. ეს არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესი,” – აცხადებს კახა დავითური.

“მწვანე სკოლაში” მომხდარი ფაქტის გამო, ამჯერად, სწავლა დროებით შეწყვეტილია.

მსგავსი თემები