“მწვანე სკოლას” საფასურის გადაუხდელობის გამო, ბავშვებისთვის პრობლემა არასდროს შეუქმნია“

რატომ დატოვა „მწვანე სკოლა“ 15 წლის მოზარდმა ლუკა სირაძემ, რომელიც ამავე სკოლაში მომხდარი ინციდენტის გამო დაიღუპა, ამ დროისათვის უცნობია.

სავარაუდო ინფორმაციას, რომ თითქოს ის სკოლიდან თანხის გადაუხდელობის გამო გაუშვეს, „მწვანე სკოლის“ მოსწავლეთა მშობლები „მედიაცენტრ მთავართან“ არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ მხრივ, სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს პრობლემას არ უქმნის:

„ხშირად გვქონია თანხის გადაუხდელობის და ვადაგადაცილების შემთხვევები, მაგრამ დავალიანების გამო, ბავშვები სკოლიდან არასდროს გაურიცხავთ. პრობლემა, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, სკოლის ადმინისტრაციას ბავშვებისთვის არასდროს შეუქმნია,“- აცხადებს „მედიაცენტ მთავარის“ მიერ გამოკითხული „მწვანე სკოლის“ არაერთი მოსწავლის მშობელი.

მათივე ვერსიით, არასრულწლოვანმა სკოლა მშობლის განცხადების საფუძველზე დატოვა.

მსგავსი თემები