„მწვანეთა მოძრაობა“ ოკუპანტი სახელმწიფოს საქართველში ხილვას აპროტესტებენ

ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობა“ დუმის დეპუტატების საქართველოში ხილვას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათი ადგილი მათ მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში არ არის.

როგორც ორგანიზაციაში „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხდეს, ისინი საზოგადოების პროტესტს უერთდებიან: „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა, აღშფოთებულია და კატეგორიულად გმობს ა.წ. 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ,,მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეის“ სესიის თავმჯდომარის რანგში შეხვედრის გახსნას. რუსეთი არის ქვეყანა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიების 20 % და ამ ქვეყნის ოფიციალური პირის მიერ, არათუ სესიის წაყვანის მცდელობა, არამედ რუსეთის დუმის დეპუტატების რაიმე სახით მონაწილეობაც საქართველოს პარლამენტში გამართულ ღონისძიებებში დაუშვებელია“ – განუცხადეს ორგანიზაციაში „მედიაცენტრ მთავარს“ და დუმის დეპუტატის ქმედებას ცინიზმი უწოდეს.

„ოკუპანტი სახელმწიფოს ოფიციალური წარმომადგენლის ხილვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე უკიდურესი ცინიზმის და თავხედობის გამოვლენაა. საქართველოს მწვანეთა მოძრაობა უერთდება საყოველთაო პროტესტს და მოითხოვს უმკაცრესი ზომები იქნას მიღებული ყველა იმ პირის მიმართ, რომელთა ,,შეცდომის“ გამო მივიღეთ ეს რეალობა“ – განაცხადეს „მწვანეთა მოძრაობაში“

მსგავსი თემები