მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის სახლები შენდება 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელ სახლებს აშენებენ. პროექტში ჩართულია 400-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის 183 ბავშვი, 25 შშმ პირი, 9 მარჩენალდაკარგული, 9 მრავალშვილიანი და 3 მარტოხელა დედაა.

​როგორცმედიაცენტრ მთავარს” ზუგდიდის მერიაში განუცხადეს, მიმდინარე წელს 25 სოციალური სახლი შენდება. 2015-2017 წლებში კი 66 სახლი აშენდა.

სახლების მშენებლობის პროცესი მერიის სოციალური დაცვის განყოფილების წარმომადგენლებმა ინგირის, კახათის, კოკის, ცვანესორსანტიასა და კიროვის ადმინისტრაციულ ერთეულებში დაათვალიერეს.

მსგავსი თემები