„მცხეთის სამედიცინო ცენტრის“  კლინიკური დირექტორი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

ამჟამად ჩვენს კლინიკაში 15 დადასტურებული შემთხვევაა, მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ლიკა მუმლაძის ინფორმაციით პაციენტები მათ კლინიკაში მოგზაურობის ისტორიით მოხვდნენ, კლინიკური დირექტორის განცხადებით მათთან არცერთი ადგილობრივი არაა.

„ჩვენთან არცერთი პაციენტი არ არის ადგილობრივი, ძირითადად არიან საზღვრის კვეთით შემოსულები, ესაა ლარსი. გვყავს 14 დან 67 წლამდე პაციენტები, საშუალო არის 47 წლის, კრიტიკული არცერთის მდგომარეობა არაა, თუმცა 15 – დან გვაქვს 6 პაციენტთან პნევმონია.

გუშინ გავწერეთ ორი გამოჯანმრთელებული, რომლებიც მოვიდნენ 17 აპრილს, მათაც გადმოკვეთეს რუსეთის საზღვარი, რეალურად ორი კვირაში მათი ტესტი უკვე უარყოფითი იყო. ბევრ ადგილობრივს ჩაუტარდა კვლევა, თუმცა ვირუსი არც ერთთან არ დაფიქსირდა.

ჩვენი კლინიკა სრულად არის მომზადებული, 15 აპრილიდან ვმუშაობთ, როგორც კოვიდ მიმღები ცენტრი,“ – განაცხადა ლიკა მუმლაძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრმთავარის” მასალისგამოყენებისშემთხვევაშიაუცილებელიაწყაროსდალინკისმითითება

მსგავსი თემები