მცხეთის სამედიცინო ცენტრში COVID 19 -ით ინფიცირებულთა ნაწილი გამოჯანმრთელდა

“მცხეთის სამედიცინო ცენტრიდან” კიდევ 5 პაციენტი გაეწერა. როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სამედიცინო ცენტრიდან აცნობეს, ცენტრი 1 აპრილიდან გადაკეთდა ცხელების ცენტრად, ხოლო 15 აპრილიდან ემსახურება აგრეთვე კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს.

“შეგახსენებთ რომ კლინიკა გათვლილია 100 საწოლზე და ფლობს 18 სასუნთქ აპარატს. დღეისათვის სრულად გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა არის 7, გუშინ და დღეს კლინიკიდან 5 პაციენტი გაეწერა. 17 კოვიდ ინფიცირებული პაციენტი აგრძელებს მკურნალობას ცენტრში. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტია რომ კლინიკის ყველა თანამშრომელმა, განმეორებით გაიარა ტესტირება და არცერთი კოვიდ დადებითი პასუხი არ აღმოჩნდა” – აცხადებენ “მცხეთის სამედიცინო ცენტრში.”

მსგავსი თემები