მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში სპორტული მოედნების შეკეთება დაიწყო

მცხეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნის საფუძველზე, სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მცხეთის მერიაში განუცხადეს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სოფლების: მისაქციელის, ძალისისა და წილკნის სპორტული მოედნების დაზიანებული ღობისა და ხელოვნური საფარის დემონტაჟი, ახალი ხელოვნური ბალახის საფარი და ლითონის შემოღობვა ზაფხულის ბოლომდე უნდა დაასრულოს.

მათივე ინფორმაციით, სამუშაოებს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს “საგზაო 33” ასრულებს.

“მცხეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ადგილობრივ მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დასამკვიდრებლად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სოფლებში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას”, – აცხადებენ ქალაქის მერიაში.





მსგავსი თემები