მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები დაიწყება


​მცეთა-მთიანეთის
რეგიონში მასშტაბური საგზაო სამუშაოები იგეგმება, კერძოდ, დაგეგმილია ქალაქ მცხეთაში ჯავახიშვილის და იბერიელის ქუჩის ჩიხების ასფალტობეტონის საფარით მოწყობა; ახალსოფლის შიდა გზის, საგურამოში ატმიანის დასახლებისა და გმირის ქუჩის, გალავანი – წინამძღვრიანთ კარი – ბიწმენდიჯიღაურა -საგურამოს დამაკავშირებელი გზის, მცხეთა-შიომღვიმის მეოთხე კილომეტრიდან წმ. დიმიტრი თესალონიკელის მონასტერთან და წმ. გიორგის ეკლესიამდე მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

​როგორც მედიაცენტრ “მთავარს” მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მალე დაიწყება ლისი-წოდორეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა წლის ბოლოსთვის შეძლებს ისარგებლონ კეთილმოწყობილი გზით.

მათივე ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში, რამდენიმე თვეა მიმდინარეობს სოფლებში მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მშენებლობა – მოსწორება, ბალასტის დაყრა და ასფალტის საფარის დაგება. ამჟამად, პროექტის ფარგლებში, სოფელ მისაქციელში სასაფლაოსკენ მისასვლელი გზის 430 მონაკვეთის მოსწორება დაიწყო.

ასევე, ნატახტარში, ცენტრალური გზიდან საბავშვო ბაღამდე მიმავალი გზისა და ახალაშენებული ბაღის ეზოს მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

​ორივე სოფელში გზის მოასფალტების სამუშაოებს შპს “კოხტას ძირი” ზაფხულის ბოლომდე დაასრულებს”, – აცხადებენ მცხეთის მერიაში.

მიმდინარე სამუშაოები მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს.

მსგავსი თემები