მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი თანამშრომლებს შეხვდა და პრიორიტეტებზეც ისაუბრა

მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ახალი გუბერნატორი ჰყავს. აღნიშნულ ვაკანტურ  პოსტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შალვა კერესელიძე წარადგინა. მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და მხარის დეპუტატებს ახალი გუბერნატორი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსმა სოზარ სუბარმა წარუდგინა.

სუბარმა ხაზი გაუსვა ახალი გუბერნატორის პროფესიონალიზმსა და გამოცდილებას, ისაუბრა იმ მოლოდინის შესახებ, რომელიც შალვა კერესელიძესთან მიმართებაში არსებობს.

შეხვედრის ფარგლებში გუბერნატორი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაეცნო. მუნიციპალიტეტების მერებმა და მხარის დეპუტატებმა გუბერნატორს მხარდაჭერისა და თანადგომის პირობა აღუთქვეს და მას შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.

მცხეთა-მთიანეთის ახალმა გუბერნატორმა მომავალ სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით რამდენიმე პრიორიტეტი გამოყო. განსაკუთრებით აღნიშნა მაღალმთიანი ზონის სოფლების განვითარებისა და აღნიშნული სოფლების მოსახლეობისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მნიშვნელობა, ხაზი გაუსვა სოფლის მეურნეობის განვითარების აუცილებლობას კომპლექსური მიდგომის გამოყენებით. შალვა კერესელიძემ კიდევ ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ინფრასტრუქტურული პროექტები დაასახელა და სამომავლოდ არაერთი საინტერესო პროგრამის განხორციელება დააანონსა.

 

მსგავსი თემები