„მცირე მთავრობის შედეგად მობილიზებული ფინანსური რესურსი სიღარიბის ზღვარს მიღმა  მყოფ ოჯახებს მოხმარდება“ – არჩილ თალაკვაძე

 

„მცირე მთავრობის რეფორმის შემდეგ მობილიზებული ფინანსური რესურსი იმ ოჯახებს მოხმარდება, რომლებსაც ჰყავთ ბავშვები და  ამავდროულად,  სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფებიან. სწორედ ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რომელიც მთავრობას და პარლამეტს ერთად აქვს იდენთიფიცირებული“ ,-  აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის 6 წლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გააკეთა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მცირე მთავრობა მხოლოდ ნაკლებ მინისტრს არ ნიშნავს.

„იყო მსჯელობა, მეტი მინისტრი თუ ნაკლები მინისტრი , მაგრამ მცირე მთავრობა ეს არ არის მხოლოდ მცირე სამინისტრო, ეს  არ არის მხოლოდ მინისტრების რაოდენობის შემცირება.  მცირე მთავრობა არის უფრო ნაკლები ბიუროკრატია, უფრო ნაკლები შემზღუდველი რეგულაციები და უფრო მეტი თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის. გულით გამიხარდა ის განხორციელებული პროექტები, რაც, დიმიტრი ხუნდაძემ თავის ანგარიში დაასახელა. ასევე, ამ ჩამონათვალში  მნიშვნელოვანია კერძო ინვესტიციები. დეპუტატმა ასევე ამაყად ისაუბრა სამუშაო ადგილებზე როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. დიახაც, ეს ასე უნდა იყოს და მომავალში ჩვენი წარმატების ინდიკატორი კიდევ უფრო მეტად უნდა გახდეს ის, თუ რა ხდება საჯარო სექტორში; ის, თუ რამდენი ადამიანი დასაქმდება კერძო ინვესტიციების საშუალებით,  ვინაიდან, მცირე მთავრობის კონცეფცია  სწორედ ბიუროკრატიული დანახარჯის შემცირებას,  თქვენი გადასახადებიდან ბიუროკრატიაზე  ნაკლებ ხარჯს ნიშნავს. უფრო მეტი რესურსი კი იმ პროექტებს უნდა მოხმარდეს, რისი გაკეთებაც თქვენი, მოსახლეობის სურვილია,“ – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

მსგავსი თემები