მშობლების ცემისთვის პირს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები დამშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე კ.კ. დამნაშავედ ცნო და მას ერთ წლით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” პროკურატურაში განუცხადეს, წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მამას -რ.კ.-ს და დედას – ე.კ.-ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი.

სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება 11′,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

მსგავსი თემები