“მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში” – არჩილ თალაკვაძე

პარლამენტში ბიუროს სხდომა მიმდინარეობს. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ოპოზიციის ნაწილმა კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები. თალაკვაძის შეფასებით, მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ბოლო ორი დღის განმავლობაში მოხდა. 

„რა თქმა უნდა, მათ აქვთ მშვიდობიანი პროტესტის, მანიფესტაციის და შეკრების უფლება, ეს უფლება განუხრელად იყო დაცული და განუხრელად იქნება დაცული მომავალშიც.

რაც სამწუხაროა არის ის, რომ ოპოზიციის ნაწილმა და ოპოზიციის ერთი ნაწილის წარმომადგენლობამ კვლავ შეცდომაში შეიყვანა თავისი მომხრეები და მშვიდობიან პროტესტს გასცდა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ბოლო ორი დღის განმავლობაში. კერძოდ, საუბარი მაქვს პარლამენტის და სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირებაზე და იმ აქტივობებზე, რომლებიც ინსტიტუტების ბლოკირების მიზნით ვითარდებოდა. ეს სცდება საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციების უფლების ფარგლებს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები