მშვიდობიანი აქციის ჩასატარებლად ოპოზიცია ინაუგირაციის მიმართულებით დაიძრა

საქართველოს რიგით მეხუთე და პირველი ქალი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად, თელავში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია რამდენიმე საათში დაიწყება. ოპოზიცია პირობას იძლევა, რომ აქცია მშვიდობიანი იქნება და კონსტიტუციურ ჩარჩოებს არ გასცდება.

„აქცია იქნება მშვიდობიანი, კონსტიტუციის ფარგლებში და არაფერი მას იქით. ვაპროტესტებთ იმას, რაც მთელმა საქართველომ და მსოფლიომ უნდა იცოდეს – მათ არცევნები მოიპარეს. თელავის პარალელურად, აქციები სხვა ქალაქებშიც გაიმართება. მოთხოვნა ყველგან ერთი იქნება – ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები” – ასეთია გაერთიანებული ოპოციიის გზავნილი.

აქცია 14:00 საათზე, თელავში, ერეკლე მეორის ძეგლთან ჩატარდება.

მსგავსი თემები