“მშვიდობიანი არჩევნები კარგია, მაგრამ, სამართლიანი არჩევნები ყველას ჯობს” – ემზარ კვიციანი

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ემზარ კვიციანი ითხოვს, არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებს.

“ყველა გვეუბნება, რომ არჩევნები უნდა იყოს, თავისუფალი, დამოუკიდებელი და სამართლიანი. ეს ვერ ჩატარდება საქართველოში,  არჩევნები  არ იქნება სავალდებულო. აქ არ არიან ადამიანები, რომლებიც გულზე არ გეხატებათ არც თქვენ და არც ჩვენ, სწორედ მათ არ აწყობთ სამართლიანი არჩევნები. თუ გვინდა, რომ ოდნავ ქართული არჩევნები ჩავატაროთ, საქართველოს მოსახლეობა იყოს ხელისუფლების წყარო, აუცილებლად, უნდა გაკეთდეს ეს ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე ხმას ვერ დავუჭერ ამ ცვლილებებს” – განაცხადა კვიციანმა.

ემზარ კვიციანის პოზიციით, თუ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო არ გახდა, ის სამართლიანი ვერ იქნება. ანალოგიურ მოთხოვნას დიდი ხანია აყენებენ ფრაქცია  „დამოუკიდებელი დეპუტატებიც“.

მსგავსი თემები