“მშვენიერაძე, გიგაური, “საია” პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან” – გოგა ხაინდრავა

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი გოგა ხაინდრავა ქვეყანაში მოქმედ ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი შედეგი ის არის, რომ ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ მთელი რიგი არასამთავრობოები პოლიტიკურ მხარეს წარმოადგენენ და არა ადამიანის უფლებების დასაცავად მებრძოლ ორგანიზაციებს.

“ისინი პოლიტიკური ძალაუფლებისთვის იბრძვიან, უბრალოდ ადამიანის უფლებების დამცველთა ნიღაბი აქვთ აფარებული. მაგრამ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ მშვენიერაძე, გიგაური, “საია” პოლიტიკური ორგანიზაციები არიან. ვის გვერდით იყვნენ ყველამ ვნახეთ, რას ცდილობდნენ, ყველამ ვნახეთ”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ “მედიაცენტრ მთავარში”. 

მისივე შეფასებით, არასამთავრობოების არსი დამახინჯებულია. მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ორგანიზაციებმა სრული დისკრედიტაცია განიცადეს, მათ შორის “ფრიდომ ჰაუსმა”.

“მათი კვლევები სიცრუეზეა აგებული. მათი განცხადებები დაფუძნებულია დასმენებსა და ცილისწამებაზე. ამ ტიპის ორგანიზაციებისგან სულ გვესმის, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხეშია. ჩემი აზრით დემოკრატიამ დამახინჯებული ფორმა მიიღო. ერთ-ერთი ძირითადი ყურებადი არხის ხელმძღვანელი გამუდმებით აყენებს შეურაცხყოფას სხვადასხვა ინსტიტუტებს, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს და არც ერთი პასუხის ქალბატონი პრეზიდენტისგან არ მოგვისმენია. ამ დროს არასამთავრობოებისგან გვესმის საუბარი ხელისუფლების მხრიდან ზემოქმედებაზე”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.

მსგავსი თემები