“მყარი არგუმენტები მჭირდება, რომ მაჟორიტარი დეპუტატების ინიციატივას მხარი დავუჭირო” – შოთა ხაბარელი

უმრავლესობის წევრის, დეპუტატი შოთა ხაბარელის განცხადებით, დეპუტატთა ნაწილის ინიციატივა სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედების თაობაზე საინტერესო წინადადებაა, თუმცა საკითხს სიღრმისეული გაცნობა სჭირდება.

„მსჯელობა იქნება და დისკუსიაში შევალ. მყარი არგუმენტები მინდა, რომ ინიციატივას მხარი დავუჭირო“, – განაცხადა ხაბარელმა.

შეგახსენებთ, რომ 11 მაჟორიტარი, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირეს, ახლა შერეული სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის შემდეგ სრულად მაჟორიტარული სისტემის ამოქმედებას ითხოვს.

მსგავსი თემები