მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება შეუჩერეს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს გადაწყვეტილებით,  მღვდელმონაზონ ანდრიას სარიას მღვდელმსახურება შეუჩერდა. საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ დოკუმენტს ხელს  ილია მეორე აწერს.

„საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოს მიერ და ჩვენი ბრძანებით (#205) გაფრთხილების მიუხედავად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო, მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი: მოციქულთა 55-ე და მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების 6-ე კანონების დარღვევა)“ – ვკითხულობთ პატრიარქის ხელმოწერილ დოკუმენტში.

„მედიაცენტრი მთავარი“ თავად ანდრია სარიასაც ესაუბრა, რომელიც სინანულის მიზეზს ვერ ხედავს (ვრცელ ინტერვიუს შემოგთავაზებთ რამდენიმე წუთში).   

მსგავსი თემები