მოპედების მფლობელებს, შესაბამისი მართვის მოწმობები დასჭირდებათ

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოპედების მფლობელებისთვის რეგულაციების შემოღებაზე მუშაობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე, მოსაწესრიგებელია მოპოდების აღრიცხვიანობა, შემდეგი ნაბიჯი კი კონკრეტულ რეგულაციებში მოქცევა იქნება.

უწყებაში არ გამორიცხავენ, ავტომობილების მსგავსად, მოპედებსაც კატეგორიები მიენიჭოს.

„მოპედების მიმართულებით, დღეს ქვეყანაში რეგულაციები არ არსებობს. შესაბამისად, არც არის აღრიცხული, რამდენი, რა ტიპის მოპედები არსებობს ქვეყანაში და ვინ გადაადილდება ამ საშუალებით. ზოგი შეცვლილიც არის, გადაკეთებულია თვითნებურად, ამიტომ, ქაოსი რომ არ გვქონდეს, აღრიცხვა და მოწესრიგება უნდა დავიწყოთ. გამორიცხული არ არის, მართვის მოწმობის მსგავსი დოკუმენტიც შემოვიღოთ“ – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მსგავსი თემები