მუხიანში სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონში N32 ა და N35 ა კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად, 1 600 კვ. მ ფართობზე მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების კალათბურთის  მოედანი, სარწყავი სისტემა, განათება და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. ამასთან, აღნიშნული ტერიტორია გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. უმოკლეს დროში სკვერთან მისასვლელი გზის მოწესრიგება დაიწყება.

სამუშაოები,  გლდანის რაიონის გამგეობის  დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „პე-ბე“-მ  განახორციელა. გამგეობის ბიუჯეტიდან კი 221 813 ლარი დაიხარჯა.

დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან ჯოხაძესთან  ერთად დაათვალიერა.

მსგავსი თემები