მუცლად მყოფი ჩვილის ორგანიზმში დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები აღმოაჩინეს

ბელგიელმა მეცნიერებმა მუცლად მყოფი ჩვილის ორგანიზმში დაბინძურებული ჰაერის ნაწილაკები აღმოაჩინეს. “გარდიანის” ინფორმაციით, გამონაბოლქვისა და საწვავის წვის კვალი მათ ექოსკოპიის მონიტორზე დაინახეს. საშიში ნაწილაკების არსებობა ფეხმძიმე ქალის პლაცენტაზეც დადასტურდა.

კვლევა ბელგიის ერთ-ერთ ქალაქში არამწეველ ორსულებზე ჩატარდა. მეცნიერებმა სულ 25 პლაცენტა შეისწავლეს. მათი განცხადებით, მუცლის მოშლის გაზრდილი რიცხვი, ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის მცირე წონა პირდაპირ კავშირშია დაბინძურებულ ჰაერთან. 

მეცნიერები გვირჩევენ, გადატვირთული გზებისა და გამონაბოლქვის სიახლოვეს ყოფნას მაქსიმალურად ავარიდოთ თავი. 

როგორც “გარდიანი” წერს, მსოფლიო მოსახლეობის 90% ჯერ კიდევ ისეთ ადგილას ცხოვრობს, სადაც ჰაერის დაბინძურება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ზღვარს აჭარბებს. 

მსგავსი თემები