“მუშევანი ის სოფელია, სადაც ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს” – პაატა იმნაძე

“მუშევანი სამწუხაროდ, ის სოფელია, სადაც საქართველოში ყველაზე მეტად არ სჯერათ, რომ კორონა არსებობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ქვემო ქართლის დასენიანებულ სოფლებში ავადობა არის თითქმის ისეთი, როგორც გერმანიაში. მაშინ როდესაც, მთელს საქართველოში საბედნიეროდ ავადობა ძალიან ნაკლებია, ამ დასენიანებულ არეებში ავადობა გვაქვს დაახლოებით 180-ჯერ მეტი, ვიდრე მთლიანად საქართველოში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

ბოლნისში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

მსგავსი თემები