მუსლიმები ხელისუფლებას 3 მოთხოვნას უყენებენ – დავა ბათუმში აღმოჩენილ ნეშტებზე

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო, 1937-1938 წლებში, ბოლშევიკური რეპრესიების დროს დახვრეტილთა ბათუმში აღმოჩენილი ნეშტებისთვის დნმ-ს ანალიზის ჩატარებას და მათ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაკრძალვას მოითხოვს, სადაც არ განთავსდება, არანაირი რელიგიური სიმბოლო.  

ამასთან დაკავშირებით “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე სრულიად საქართველოს მუფთიმ ბეგლარ ქამაშიძემ ისაუბრა. 

მისი თქმით, აღმოჩენილი სამარხის შესახებ ინფორმაცია 5 დღის წინ მიიღო და აპირებს ნეშტების შესწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთოს. 

სასულიერო პირის თქმით, სახელობით სიაში ძალიან ბევრი ქართველი მუსლიმი წინამღძვრის გვარია შესული, რომლებიც გასული საუკუნის 37-38-იან წლებში აჭარაში მოღვაწეობდნენ.

” ვიცით, რომ სახელობით სიაში 600-ზე მეტი გვარია მოცემული, მაგრამ ამჟამად 150 ნეშტია ამოღებული. ძალიან რთული იქნება ამ პრობლემის უცებ მოგვარება და ყველა მათგანის დნმ-ს შესწავლა. ამიტომ ​თუ გართულდება იმის დადგენა, ვინ ვინ არის, უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, რომ ეს ადამიანების ნეიტრალურ სასაფლაოზე დაკრძალონ, რომელიც არც ერთი რელიგიური ორგანიზაციის კუთვნილება არ იქნება”, – აცხადებს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

​მისივე თქმით, აღმოჩენილი ნეშტების გადასვენება არ უნდა დაემთხვეს, რომელიმე რელიგიურ დღესასწაულს, მათ შორის, არც მოახლოებულ ბზობის, ქრისტიანულ დღესასწაულს.

მსგავსი თემები