მურუსიძის დანიშვნა და ბესელიას მოხსნა ნაცების საბოლოო გამარჯვებაა – სანდრო ბრეგაძე 

საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში ლევან მურუსიძის უვადოდ დანიშვნას აპროტესტებს და პარტია “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვებად აფასებს.

სანდრო ბრეგაძე მოუწოდებს “ქართული ოცნების” დეპუტატებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ იბრძოდნენ, დატოვონ პარტიის რიგები.

“ლევან მურუსიძის დანიშვნა და ეკა ბესელიას მოხსნა იმას ნიშნავს, რომ პორტირებულმა ნაცებმა საბოლოოდ გაიმარჯვეს! მივმართავ “ოცნების” იმ დეპუტატებს, რომლებთან ერთადაც ვიბრძოდით ნაცების რეჟიმის წინააღმდეგ: – მოსამართლე, რომელიც განიხილავდა სანდრო გვირგვლიანის და სულხან მოლაშვილის საქმეებს, ნაცზონდერ მურუსიძის უვადოდ დანიშვნის შემდეგ, თუ კიდევ დარჩებით თალაკვაძე – ზარდიაშვილ – მდინარაძის უმრავლესობაში და “ოცნებაში”, თქვენც ისეთივე ნაძირლები ხართ, როგორც მურუსიძე და სხვები! დატოვეთ “ქართული ოცნების” რიგები”, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი თემები