“მტკიცება, რომ კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით კატასტროფული ვითარებაა, არ შეესაბამება სიმართლეს” – პრემიერი

პრემიერ მინისტრი, ქვეყანაში კრიმინალის კატასტროფულად ზრდასტან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს პასუხობს. როგორც მამუკა ბახტაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან აღნიშნა, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს.

„იმისათვის, რომ მე გავცე თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხი, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რეალურად გაუარესდა თუ არა კრიმინოგენური ვითარება საქართველოში და მართლა გაიზარდა თუ არა კრიმინალი. ასევე, რა თქმა უნდა, უნდა დავაზუსტოთ ინტერპელაციაში მონაწილე მხარეების პოლიტიკური ინტერესები. თქვენი კითხვის ფორმულირებაში დევს უკვე მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანოთ შეცდომაში. ჩემი მოსაზრებით, კიდევ ერთხელ ადგილი აქვს მცდელობას საზოგადოებას შეუქმნან მცდარი წარმოდგენა და განცდა, რომ თითქოს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს სიტუაციას ქვეყანაში, ვერ უზრუნველყოფს მოქალაქეების უსაფრთხოებას და საერთოდ, ყველაფერი არის ძალიან ცუდად“- აღნისნა მამუკა ბახტაძემ პარლამენტში გამოსვლისას.

მისივე განმარტებით, ოპოზიცია მუდმივად მოწადილებულია, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ამბობდ, რომ მათთან ძალიან ბევრ საკითხში ვერასდროს შეთანხმდება.

„მზად ვარ, მოვისმინო ობიექტური შენიშვნები თუ წინადადებები, მწვავე კრიტიკა, იმ შემთხვევაში, თუ ეს ნაკარნახევია საქმისადმი გულშემატკივრობით და ობიექტურ რეალობაზე დაყრდნობით. ჩვენთვის მთავარია სიმართლე და პასუხისმგებლობა, ხარისხიანი კონტროლი და ანგარიშვალდებულება. როგორ არასასიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს ეს ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის, დღეს თქვენ მოგიწევთ სიმართლის მოსმენა. დასაწყისშივე რომ ვთქვა პირდაპირ ვიტყვი − თქვენი მტკიცება, რომ ქვეყანაში კატასტროფული ვითარებაა კრიმინალის ზრდის თვალსაზრისით, არ შეესაბამება სიმართლეს“ – ასე მიმართა პრემიერ მინისტრმა საპარლამენტო ოპოზიციას.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა რომან გოცირიძემ ქვეყანაში კრიმინოგენული მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა. მისი სიტყვებით, ქვეყანაში დანაშაული საშინლად გაიზარდა და საომარ ქრონიკებში ჰგონია თავი.

მსგავსი თემები