მტირალას პარკში, ავარისაას გარდაცვლილი ხუთივე მგზავრი არასრულწლოვანია

აჭარაში, მტირალას პარკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 5 მგზავრიდან ხუთივე 17 წლის მოზარდია. ისინი მე-12 კლასის მოსწავლეები იყვნენ, გავრცელებული ინფორმაციით, სარფიდან. 

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილი ხევში გადავარდა და მგზავრები ადგილზე დაიღუპნენ. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტრაგედიის გამო, ბათუმში დღეს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები გაუქმდა.

მსგავსი თემები