„მსურს, ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი” – მერობის კანდიდატი

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ჭიათურის მერობის კანდიდატი გივი მოდებაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდებს შეხვდა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრისას ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვაზე ისაუბრა.

,,ჩვენ შევიმუშავებთ თქვენთვის სტაჟირების პროგრამას, რაც საშუალებას მოგცემთ, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, სტაჟირება გაიაროთ ჭიათურის მერიაში ან მუნიციპალურ ორგანიზაციებში. ამავდროულად, ჩემს გუნდთან ერთად ვიმუშავებ ახალგაზრდების დასაქმებაზე სხვადასხვა სფეროში. ვაპირებ, აქტიურად განვავითარო ჭიათურაში ტურიზმი. მოხარული ვიქნები, თუ ამ საქმეში თქვენი ჩართულობა იქნება. მსურს, ჭიათურა ტურიზმით იყოს ცნობილი” – განაცხადა გივი მოდებაძემ შეხვედრისას.

მერობის კანდიდატმა ახალგაზრდების მიერ დასმულ კითხვებსაც უპასუხა.

მსგავსი თემები