მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის სერვისებზე არ ვრცელდება

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული აკრძალვა მიტანის, ე.წ. დელივერი სერვისებზე არ ვრცელდება.

“საფოსტო, საკურიერო და ე.წ. დელივერი მომსახურების განმახორციელებელი კომპანიებისთვის ნებადართულია მომსახურების გაწევა მსუბუქი ავტომანქანების მეშვეობით”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

მსუბუქი ავტომობილების მოძრაობაზე აკრძალვა 27 აპრილამდე არის დაწესებული.

მსგავსი თემები