მსოფლიო რაგბი საქართველოს ბოდიშს უხდის

მსოფლიო რაგბი, საქართველო-ურუგვაის მატჩის მსვლელობისას რუსული სიმღერების ჩართვის გამო, საქართველოს ბოდიშის უხდის. ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.

აღნიშნული ფაქტი, მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს რაგბის ეროვნული გუნდის კაპიტანმა და მწვრთნელმა გააპროტესტა.

“მინდა ვთხოვო ორგანიზატორებს, შემდგომში არ გაიმეორონ მსგავსი შეცდომა’’,- განაცხადა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა ბრეგვაძემ.

მსოფლიო რაგბის პრესპიკერმა საქართველოს ნაკრებს ბოდიში მოუხადა აღნიშნული ინციდენტისა და უხერხულობის შექმნის გამო.

მსგავსი თემები