მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი იქმნება, ჯანმო ხელისუფლებას მიმართავს

პანდემიის სახით „ახალი კორონავირუსის“ გავრცელებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, სამედიცინო სფეროში დასაქმებულ ადამიანებს  თვეში დაახლოებით 89 მილიონი ნიღაბი, 76 მილიონი წყვილი ხელთათმანი და 1.6 სათვალე დასჭირდება.

აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ გამორიცხავს, რომ მსოფლიოში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტი შექმნას. ჯანმო მსოფლიოს ქვეყნებს მოუწოდებს, მსგავსი ინვენტარის წარმოება მინიმუმ 40%-ით გაზარდონ.

დღევანდელი მონაცემებით,  მსოფლიოში, ვირუსის  დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 91 000-ია. გამოჯრთელებულთა რაოდენობა კი – 50 944-ს აღწევს.

მსგავსი თემები