“მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი” – ნათია თურნავა

წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას, არ გამოვრიცხავ, კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეთ ფინანსური მდგომარეობა, სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის მიმართული ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ბიზნესის დასახმარებლად, ძალიან დიდი პროგრამა მუშავდება, ეს არის პოსტკრიზისული სტრატეგია, რომელიც მუშავდება უცხოელ პარტნიორებთან ერთად.

„ეკონომიკური მდგომარეობა მსოფლიოში არის ძალიან მძიმე. სულ ახლახანს გამოქვეყნდა სავალუტო ფონდის განახლებული პროგნოზი წლევანდელი წლის მსოფლიო ეკონომიკის, რომელიც არის კიდევ უფრო მეტად გაუარესებული. მსოფლიოში მოსალოდენლია სულ მცირე 4,9%-ით ეკონომიკის შემცირება, დაცემა, მათ შორის 10% არის პესიმისტური პროგნოზი. ეს არ შეიძლება არ აისახებოდეს საქართველოზე, საქართველო მიუხედავად ყველა ჩვენი მცდელობისა, არის გლობალური ეკონომიკის ნაწილი. დიდად არის ჩვენი კომპანიების მდგომარეობა დამოკიდებული საგარეო ვაჭრობაზე. ბევრი არის ექსპორტზე ორიენტირებული და თუ რა ხდება საექსპორტო ბაზრებზე, ეს მნიშვნელოვანია. ზოგი იმპორტზე არის დამოკიდებული, აქაც მნიშვნელოვანი პრობლემები, შეფერხებებია და რა თქმა უნდა, შიდა ბაზარი ჩვენი, წელს ჩვენ ველოდებით დაღმასვლას. არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ კომპანიებს გაუუარესდეს ფინანსური მდგომარეობა. სწორედ ამის საწინააღმდეგოდ არის ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა მიმართული. მაქსიმალურად შევეცდებით, დავეხმაროთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები