მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა. ვირუსი სულ 2 000 984 ადამიანს აქვს. მათგან 500 ათასზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა, 128 071 კი, გარდაიცვალა.

ყველაზე რთული ვითარება აშშ-შია. ქვეყანა გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა ოდენობით მსოფლიში პირველ ადგილზეა. აშშ-ში ვირუსი საერთო ჯამში 610 ათასამდე ადამიანს აქვს დადგენილი, 26 ათასზე მეტი კი, გარდაიცვალა.

მსხვერპლის მიხედვით, მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს იტალია 21 ათასზე მეტი გარდაცვლილით. მესამე ადგილზე კი, ესპანეთია 18 600-მდე ლეტალური შემთხვევით.

მსგავსი თემები