მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებული 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა

“სიენენის” მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2,976-ს შეადგენს, ინფიცირებულია 87 ათასამდე ადამიანი, ხოლო 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩინეთში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 2870 ადამიანი, დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 80 ათასს შეადგენს, გამოჯანმრთელებულია 41 800-ზე მეტი პირი.

ჩინეთის გარდა გარდაცვალების შემთხვევებია ირანში, იტალიაში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, საფრანგეთში, ფილიპინებში, ტაივანში, ტაილანდში, აშშ-სა და უკვე ავსტრალიაშიც.

მსგავსი თემები