მსოფლიოს ულამაზესი და ზღაპრულად უჩვეულო ქუჩები 

მსოფლიოში ბევრი ქუჩაა, მათ შორის, მორთულ-მოკაზმული, მწვანე, იდუმალი, აბსურდული, სრულებით უჩვეულო ქუჩებიც, თითქოს ისინი რომელიღაც ფილმში გადასაღებად მოიფიქრეს, ან საერთოდაც ზღაპრიდან მოვიდნენ. მაგრამ ყველა ესენი არის ქალაქის ქუჩები, სადაც ჩვეულებრივი ადამიანები ცხოვრობენ და ყოველდღიურად ტკბებიან ამ სილამაზით.

ქოლგების ქუჩა პორტუგალიაში. ქალაქ აგუედას ეს ქუჩა იმდენად ცნობილია, რომ ბრიტანულმა გაზეთმა “დეილი მეილმა” ამ იდეას ბრწყინვალე უწოდა.

​ხეების ხეივნის ქუჩა ბრაზილიაში, ქალაქი რუა გონსალო დე კარვალო. მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქუჩას უწოდებენ. ამ ქუჩის ზედხედი, მართლაც საოცარია.


ქალაქ შეფშაუენის შაბიამნის ფერი ქუჩები, მაროკოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. ამ ქალაქში მარტო ერთი ქუჩა კი არა, თითქმის ყველა ასე გამოიყურება, ისინი გხიბლავს თავისი მკვეთრი ფერებითა და კოლორიტით.




კიბის ქუჩა პრაღაში.
 ჩეხეთის დედაქალაქის თითქმის ყველა ქუჩა მუზეუმს ჰგავს. მაგრამ ეს ქუჩა, რომელიც ძველი ქალაქის მოედანზე გადის, იმდენად ლამაზია თავისი უძველესი არქიტექტურით, რომ მისი ნახვა განსაკუთრებულად მოგინდებათ. კიბის ყველა საფეხურზე ქოთნის ცოცხალი ყვავილები დგას, რომლებსაც ქალაქის შესაბამისი სამსახურები რეგულარულად უვლიან.


ლობარდ -სტრიტი სან-ფრანცისკოში. კალიფორნიაში შექმნილი თვითმართვადი ქალაქის ეს ქუჩა, რომელიც მთის ფერდობიდან ეშვება, ძალიან ჰგავს მთის მხიარულ წყაროს. ფერდობის დახრილობა იმდენად მაღალია, რომ მშენებლებს ქუჩა სხვანაირად რომ გაეყვანათ, ავტოსაგზაო შემთხვევები გარდაუვალი იქნებოდა. ქუჩის გასწვრივ ვიქტორიანული სტილის ძვირადღირებული სახლებია განლაგებული.


ყვავილების ქუჩა ესპანეთში. ქალაქ კორდოვას ეს პატარა და კოლორიტული ჩიხი ადამიანის თვალს მართლაც ახარებს.  ქუჩა ძალიან ვიწრო, მაგრამ ძალიან საყვარელია. ცისფერი, წითელი, ყვითელი, ლურჯი ქოთნები სახლების კედლებს ისევე ამშვენებს, როგორც ქალს ლამაზი აქსესუარები. ქუჩა ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა. ქალაქში ისედაც ხშირად იმართება ყვავილების ფესტივალები, მაგრამ ეს ხომ ყოველდღიურად არ ხდება? ამ ვიწრო ჩიხში კი ყვავილების სურნელი მთელი წლის განმავლობაში იფრქვევა.



უჩვეულო გზაჯვარედინი შვეიცარიის ქალაქ ვერკორინში. ერთხელ, ერთ-ერთ ქუჩაზე გაჩნდა გეომეტრიული წარწერები. ქალაქის მცხოვრებლებს ეს იმდენად მოეწონათ, რომ იდეა აიტაცეს და თავისი ქალაქის ქუჩები მხიარულ პეიზაჟს დაამსგავსეს.



ქუჩა ქალაქ ლიცზიანში, ჩინეთი. ეს ქალაქი ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, ამიტომ მას ტურისტები იშვიათად სტუმრობენ. სახლების კედლებზე ფარნები ყოველ საღამოს ინთება და წყალში ირეკლება, რაც სიმყუდროვის შეგრძნებას ქმნის. სხვათა შორის, ქალაქში არსებული თითქმის ყველა შენობა 800 წლისაა.



თარგმნა შორენა პაპაშვილმა

მსგავსი თემები