მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა

განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე „Global Teacher 2019“-ის გამარჯვებული ცოტა ხნის წინ გამოვლინდა.

მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის ტიტულის მფლობელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა. ჯილდოს სახით მილიონი ამერიკული დოლარიც მასვე გადაეცა.

პიტერი ტაბიჩი სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს ასწავლის და თავისი ყოველთვიური შემოსავლის 80 პროცენტს ღარიბების დასახმარებლად ხარჯავს.

ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. ათ ფინალისტს შორის ქართველი მასწავლებელი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავაც იყო, რომელიც ვარკის ფონდისა და გლობალური ჯილდოს ელჩი გახდა.

მსგავსი თემები