მსოფლიოს მოსახლეობის თითქის ნახევარი დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს – ახალი კვლევა

დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუკის ანალიზმა აჩვენა, რომ პლანეტის მოსახლეობის თითქმის 50% სუნთქავს ჰაერს, რომელშიც აეროზოლებისა და მტვრის მაღალი კონცენტრაციაა. კვლევის შედეგები სამეცნიერო ჟურნალ Climate and Atmospheric Science-ში გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორების მტკიცებით, ამ ადამიანების უმეტესობა აფრიკასა და სამხრეთ აზიაში ცხოვრობს. 

ჯანმოს მონაცემებით, ყოველწლიურად ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების გამო 7 მილიონი ადამიანი კვდება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია.

„ერთი მხრივ, ჰაერის დაბინძურების შემცირების მიმართულებით განხორციელებულმა ხანგრძლივმა ზომებმა მსოფლიოს არაერთ რეგიონში სასურველი შედეგი გამოიღო. თუმცა მეორე მხრივ, დედამიწაზე ჯერ კიდევ ძალიან ბევრი ადგილია, სადაც ჰაერის დაბინძურების დონე კვლავ იზრდება ან საგანგაშო, ნორმაზე ხუთჯერ უფრო მაღალ ნიშნულზე რჩება“, – აცხადებს ექსეტერის უნივერსიტეტის პროფესორი გევინ შედიკი.

მსგავსი თემები