“მსგავსი რეგულაცია რომ გქონოდათ, ვერ მიყიდიდით სტრატეგიულ ობიექტებს რუსეთს” – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„ქართული ოცნება“ ატერორებს ბიზნესს-  ესაა ნაციონალური მოძრაობის მესიჯბოქსში პიარული თავხედობა, ოღონდ ამას ნაცები ამბობენ. მაშინ რომ ყოფილიყო რაღაც მსგავსი რეგულაცია, ეს გასაუქმებელი გექნებოდათ ალბათ იმიტომ, რომ  ვერ მიყიდიდით იმ სტრატეგიულ ობიექტებს რუსებს“ ,-ასე უპასუხა „ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით  „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გამოთქმულ კრიტიკას.

„რაც შეეხება კომუნიკაციებს. ამაზეც გეტყვით. თქვენ მგონი მართლა რაღაც იმედი გაქვთ ერთმანეთს რომ ელაპარაკებით ხოლმე პარტიაში, არ გაწყობთ მსგავსი რეგულაციის განხილვაც კი. თეორიულადაც არ გინდათ დაშვება ამის, იმიტომ, რომ როგორც გააკეთეთ 2012 წლამდე სტრატეგიული ობიექტების რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი მიყიდეთ რუსებს და ვითომ ანტირუსულ კამპანიებს თქვენ ალაგებთ ამ ქვეყანაში, ეს გინდათ ალბათ გააგრძელოთ და  ეს გაწუხებთ და ეს შინაგანი შფოთვები გაქვთ და როცა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზეა ლაპარაკი, რას ქვია ამ თემას განიხილავთო, რას ქვია ეროვნული ინტერესებიდან გამოდიხართო ამბობთ, აი აქ ხართ დღემდე და ვერ ხვდებით, რომ ამას ვეტყვით ხალხს და ხალხიც გაიგებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები